როგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში ახალი სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო ასევე, არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობები, რაც ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარების/აღჭურვილობის შესყიდვა/ინსტალაცია და შენობა-ნაგებობების მშენებლობა/რემონტი) შესყიდვას/შექმნას და წარმოებისთვის საჭირო სპეციალიზებული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსებას.
თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.
განაცხადით წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.
შენიშვნა: დაბა ბაკურიანში, დაბა სტეფანწმინდაში, დაბა გუდაურსა და დაბა მესტიაში არ დაფინანსდება სასტუმროსა (მათ შორის საოჯახო ტიპის) და კვების ობიექტის მოწყობა.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში. (მაღალმთიანი დასახლებები განისაზღრება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“. დაგენილებაში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილება, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე)
1. ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ინდ. მეწარმის შემთხვევაში).
2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3. უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. ამონაწერ(ებ)ი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავი ქონების შესახებ,
5. თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა/ამონაწერი/ხელშეკრულება საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და სესხის/ლიზინგის დამტკიცების თაობაზე ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება).
6. შესაძენ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი ინვოისი/ხელშეკრულება/სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვა და შენობის არქიტექტურული პროექტი;
7. ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ ან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტი სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან მისი გადახდის ვალდებულების შესაბამისი კანონის საფუძველზე შეჩერების შესახებ.
8. საბანკო რეკვიზიტები.
9. სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყება 9 ოქტომბრის 12:00 საათიდან